ქობულეთში ძლიერი წვიმის შედეგად, რუსთაველის და აღმაშენებლის ქუჩებზე საცხოვრებელი სახლები და სავაჭრო ჯიხურები დაიტბორა.
წვიმამ ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ქუჩები და სურსათის მაღაზიებიც დატბორა.
ამ დროისთვის ცალკეულ ქუჩებზე წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს.
მოსახლეობა ქობულეთის მერიას უყურადღებობაში ადანაშაულებს და დროულ დახმარებას ითხოვს.