1 აგვისტოდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, საპრეზიდენტო კანდიდატმა შალვა ნათელაშვილმა შემოწირულობის სახით, ყველა კანდიდატზე ცოტა,1 000 ლარი მიიღო, - ამ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” 2018 წლის 1 აგვისტოდან 15 ოქტომბრის ჩათვლით საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დაფინანსების შესწავლის საფუძველზე აქვეყნებს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ექვსმა საპრეზიდენტო კანდიდატმა მთლიანობაში 4 226 120 ლარის ოდენობის შემოწირულება მოიზიდა
„ექვსმა საპრეზიდენტო კანდიდატმა მთლიანობაში 4 226 120 ლარის ოდენობის შემოწირულება მოიზიდა, საიდანაც 99% ფიზიკური პირების მიერ გაღებული თანხაა. შემოწირულებების უდიდესი ნაწილი 3 105 011 ლარი (73%) სალომე ზურაბიშვილმა მიიღო, შემდეგ მოდის გრიგოლ ვაშაძე 583 820 ლარით, დავით ბაქრაძე – 516 404 ლარით, დავით უსუფაშვილი – 13 290 ლარით, კახა კუკავა – 6 596 ლარით და შალვა ნათელაშვილი - 1 000 ლარით“, - ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.