ფხიზელმა ფარცხალაძემ მთვრალ თორდიას თუ როგორ აუტეხა დებოში, ამაშიც მე არ ვეთანხმები, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ყოფილ აუდიტორ ლაშა თორდიასა და ოთარ ფარცხალაძეს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ამ საქმეს პროკურატურა საზღვარგარეთიდან მოწვეულ პროკურორებთან ერთად განიხილავს და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.
"მახსენებენ სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები რესტორანში მომხდარ ინცინდენტს, აუდიტის სამსახურის თავმჯდომარეს, თორდიასა და ფარცხალაძეს შორის. იქ მე კითხვას ვუსმავ, რაზეც მათ პასუხი არ აქვთ. თორდია მაშინ მოვალეობას ასრულებდა, სამსახურის უფროსი იყო, იყო მთვრალ მდგომარეობაში და არანაკლებ აგრესიულად იქცეოდა, ვიდრე ფარცხალაძე და ეს საქმე დღემდე გარჩეული არ არის. ფხიზელმა ფარცხალაძემ მთვრალ თორდიას თუ როგორ აუტეხა დებოში, ამაშიც მე არ ვეთანხმები", - განაცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.