დარწმუნებული ვარ, ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხარდაჭერილი კანდიდატი ღირსეულ და დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეხვედრაზე განაცხადა.
მან სალომე ზურაბიშვილს წარმატებები უსურვა.
„დარწმუნებული ვარ, ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხარდაჭერილი კანდიდატი ღირსეულ და დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს. მინდა ვუსურვო ქალბატონ სალომეს გამარჯვება ამ ბრძოლაში. ასევე მინდა მოვუწოდო ჩვენს მხარდამჭერებს, ყველას, ვისთვისაც ღირებულია ევროპული არჩევანი, ქართული ტრადიციები და ადამიანი, როგორც მთავარი ფასეულობა. ხმა მიეცით სალომე ზურაბიშვილს, შემოხაზეთ 48″, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.