„ბიძინა ივანიშვილი არის ის ადამიანი, ვინც ძალაუფლება და უმაღლესი თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა და ამით საფუძველი ჩაუყარა, საქართველოსთვის სრულიად ახალ პოლიტიკურ მიდგომებს”, - აღნიშნა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ სალომე ზურაბიშვილის ამომრჩევლებთან შემაჯამებელ შეხვედრაზე, რომელი სპორტის სასახლეში გაიმართა.
კახა კალაძის განმარტებით, ეს გამოიხატა აგრეთვე ახალი კონსტიტუციით, რომლითაც „ქართული ოცნება“ ერთადერთ ხელისუფლებად იქცა, რომელმაც ცვლილებებით ძალაუფლება კი არ გაიზარდა, არამედ პირიქით, მაქსიმალურად შეიზღუდა და ეს გამოიხატა თუნდაც იმაში, რომ მმართველმა პარტიამ, ქვეყნის და დემოკრატიიის ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვიტა მხარი დაუჭიროს დამოუკიდებელ, ზეპარტიულ კანდიდატს.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ კანდიდატს, რომელიც არა რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკური გუნდის, არამედ მთლიანად ქართული საზოგადოების ინტერესების გამომხატველი იქნება.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ უდიდესი დიპლომატიური და პოლიტიკური გამოცდილების მქონე ადამიანს, ღირსეული ქართველების შთამომავალს, რომელიც ყველაზე ზუსტად შეესაბამება კონსტიტუციით პრეზიდენტისთვის განსაზღვრულ როლს.
ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მშვიდობიან, ევროპულ მომავალს! ჩვენ მხარს ვუჭერთ სალომე ზურაბიშვილს!
ის იქნება სამაგალითო პრეზიდენტი არა მარტო რეგიონში, არამედ თავის წვლილს შეიტანს ევროპის პოლიტიკაშიც, დადებით როლს ითამაშებს რუსეთთან ურთიერთობაში და იქნება საერთო სახალხო პრეზიდენტი, იქნება მედიატორი პოლიტიკურ სუბიექტებს შორის”, აღნიშნა კალაძემ.