კანდიდატი, რომელსაც მიმართავთ ქალბატონი სალომეთი, რომელიც კვირას ალბათ იქნება ქალბატონი პრეზიდენტი, ჩვენთვის დარჩება უბრალოდ დედა, - ამის შესახებ სპორტის სასახლეში პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის შემაჯამებელ წინასაარჩევნო შეხვედრაზე მისმა შვილმა, თეიმურაზ გორჯესტანმა განაცხადა.
მან დამსწრეებს ძლიერი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ქეთევანი და მე ჩამოვედით პარიზიდან და ლონდონიდან ამ კვირას, რადგან ეს არის ჩვენთვის განსაკუთრებული მომენტი. კანდიდატი, რომელსაც მიმართავთ ქალბატონი სალომეთი, რომელიც კვირას ალბათ იქნება ქალბატონი პრეზიდენტი, ჩვენთვის დარჩება უბრალოდ დედა. ეს მიმართვა „დედა“ არის ჩვენთვის სიმბოლო, რადგან ეს სიტყვა ჩვენთვის პირველი ინსტინქტის კავშირი ამ შორეულ საქართველოსთან. ეს არ არის შანსის შედეგი, ეს არის შედეგი, ჩვენი მშობლების დამსახურება, რომ პირველი ენა ყოფილიყო ქართული“, – განაცხადა თეიმურაზ გორჯესტანმა.
ცნობისთვის, საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.