საქართველოს აშშ-ს უშიშროების საბჭოს მდივანი და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველი ჯონ ბოლტონი ეწვევა.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აღნიშნა ჯონ ბოლტონი საქართველოს ერთგული მეგობარია, რომელსაც აქვს კონკრეტული ხედვა, როგორ შეგვიძლია კიდევ უფრო გავაღრმავოთ სტრატეგიული ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის.
„ჯონ ბოლტონს სექტემბერში ვაშინგტონში შევხვდი და გვქონდა არსებითი საუბარი ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებსა და ამავე დროს, რეგიონში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით. ჯონ ბოლტონი არის საქართველოს ერთგული მეგობარი, რომელსაც აქვს კონკრეტული ხედვა, როგორ შეგვიძლია კიდევ უფრო გავაღრმავოთ სტრატეგიული ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის. ვიზიტის ფარგლებში გვექნება ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე საუბარი. საქართველოსა და აშშ-ის შორის ურთიერთობა არასდროს ყოფილა ასეთ მაღალ დონეზე და უფრო მეტი, არასდროს ყოფილა ასეთი ყოვლისმომცველი. დარწმუნებული ვარ, ვიზიტის შედეგად, ჩვენი ერთობლივი მოქმედების გეგმა გახდება კიდევ უფრო კონკრეტული და ამავე დროს, კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.