ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ წარმოადგენს დღეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხების გადამწყვეტ, ერთადერთ სწორ პოლიტიკურ ძალასპარტია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუსთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ერთადერთ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს, რომელსაც შეუძლია, აბსოლუტურად ყველა პრობლემას გაუმკლავდეს, 2012 წლიდან მიღწეული ყველა მონაპოვარი შეინარჩუნოს და ქვეყანა წინ, ევროპისა და უკეთესი მომავლისკენ წაიყვანოს.
„ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა სამომავლო გეგმებზე. სამწუხაროდ, პარტიული დღის წესრიგით შეიარაღებული ჟურნალისტი ქმნიდა დესტრუქციულ ნიადაგს და საზოგადოებამ ვერ შეძლო გაეგო იმაზე მეტი, რაც ითქვა, შეეძლო უფრო მეტის გაგებაც. ბიძინა ივანიშვილმა ყველა კითხავს გასცა ამომწურავი პასუხი და საზოგადოებამ კიდევ ერთხელ კარგად დაინახა, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ წარმოადგენს დღეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხების გადამწყვეტ, ერთადერთ სწორ პოლიტიკურ ძალას“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.