გურჯაანში, სარაჯიშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო შეეჯახა.
სასწრაფო დახმარების ჯგუფმა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებებით გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალში“ გადაიყვანა, სადაც ამ წუთებში გადაუდებელი ოპერაცია უკეთდება.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.