თვითმმართველობის ორგანოს საკუთარი უფლებების დაცვა საკონსტიტუციო სასამართლოში შეეძლება. აღნიშნულ საკითხს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი საკონსტიტუციო პროექტის საზოგადოებრივი განხილვის ჯგუფმა დღეს პარლამენტში იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან განიხილა, რომლებიც უმცირესობების საკითხებზე მუშაობენ.
როგორც საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გასაძლიერებლად ახალ კონსტიტუციაში იქნება მთლიანად ახალი თავი და რაც მთავარია, ჩადებულია მუხლი, რომ თვითმმართველ ორგანოს საშუალება ექნება მთავრობის ნებისმიერი აქტი გაასაჩივროს საკონსტიტუციო სასამართლოში თუკი ჩათვლის რომ ეს ფაქტი ეწინააღმდეგება კონსტიტუციით აღნიშნულ თავს.
"ეს არის საუკეთესო საშუალება თვითმმართველობისათვის თავის დასაცავად", - აცხადებს შარმანაშვილი.