ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობისას 55 წლის მძღოლი დაიღუპა, ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.
პროფკავშირების წარმომადგენლის, პაატა ნინუას განცხადებით, ეს არის კომპანია "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს" კუთვნილი მანქანები, რომელზეც არიან დასაქმებული ადამიანები. მისი თქმით, რა თქმა უნდა, კომპანიის პასუხისმგებლობაა მანქანების გამართულობაც და გაუმართაობაც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც მძღოლი დაიღუპა.