ქობულეთის მუნიციპალიტეტში 15 წლის გოგონა სრულწლოვან თანასოფლელს ცოლად სექტემბერში გაყვა, ქორწილი კი გუშინ, 21 ოქტომბერს გადაიხადეს.
მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 140-ე მუხლით დაიწყო, რაც 16 წელს მიუღწეველთან სექსუალურ კავშირს გულისხმობს და 7-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
imedinews-ის ინფორმაციით, ქორწილში სკოლის დირექტორიც იყო მისული, რომელიც ამბობს, რომ გოგო მისი მოსწავლე არ არის და სწორედ ამიტომ ფაქტი განათლების რესურსცენტრს არ შეატყობინა. მათივე ინფორმაციით, გოგოს დედაც ამავე სკოლაში მუშაობს.
როგორც ქობულეთის რესურსცენტრში განაცხადეს, არასრულწლოვნის ქორწინების შესახებ ინფორმაცია დღეს გაიგეს და ამის შესახებ საქმის კურსში შსს და განათლების სამინისტრო ჩააყენეს.
ფოტო: imedinews