აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ქალაქ ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად თამარის დასახლებაში ახალი ბაღი გახსნა.
თორნიკე რიჟვაძემ აღსაზრდელებსა და პედაგოგებს ახალ გარემოში სასწავლო პროცესის დაწყება მიულოცა.
საბავშვო ბაღის სამსართულიანი შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვა.
აღსაზრდელებისთვის კეთილმოწყობილი შიდა ეზო სათამაშო მოედნითა და ატრაქციონებით მოეწყო, დამონტაჟდა გარე განათება. საბავშვო ბაღის მშენებლობა 2017 წლის ივნისში დაიწყო და მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდა. ბაღი 200-ზე მეტ აღსაზრდელს მოემსახურება.