მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ვედიდკარში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში დაუდგენელი მოწყობილობა აფეთქდა.
მომხდარის შედეგად, სოფლის მცხოვრებმა ზ.კ.-მ ხელის მტევნების დაზიანება მიიღო.
ის მარტვილის რაიონული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, პაციენტს აღენიშნებოდა ძლიერი სისხლდენა. მოხდა თითის ამპუტაცია. ამჟამად ზ.კ.–ს მდგომარეობა სტაბილურია.
შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძება სსკ-ს 124- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.