ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს ინდივიდუალური მეწარმე ჯავად გუმბათოვი; აგრეთვე, შპს "გალაქსის" დირექტორი ნინო მარიხაშვილი, გაყიდვების მენეჯერი ჯავანდარ მამედოვი და ბუღალტერი პაატა თავზარაშვილი, რომლებმაც ჩინეთიდან და არაბეთის
გაერთიანებული საემიროებიდან საქართველოში შემოიტანეს დაახლოებით 210 000
ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების პროდუქცია, საბაჟო ორგანოებში კი
ყალბი „ინვოისები" წარმოადგინეს.
სამართალდამცველთა ინფორმაციით, დანიშნულია სპეციალური ექსპერტიზა,
რომელიც სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობას დაადგენს.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
210-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორიდან ოთხ წლამდე
ვადით.