ხულოში, საცხოვრებელ სახლებში გაჩენილ ხანძარს ახალგაზრდა გოგონა და შეზღდული შესაძლებლობის მქონე მამაკაცი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ღორჯომის თემში, სოფელ ჭახაურში ერთდროულად ორ საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის გნცხადებით, 20 წლის გოგონა ცეცხლმოკიდებულ სახლში 75 წლის შშმ მამაკაცის გადასარჩენად შევიდა, თუმცა, ორივე დაიღუპა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ცეცხლი ლოკალიზებულია და მისი სხვა საცხოვრებელს სახლებზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს.