ქუთაისის 37-ე საჯარო სკოლიდან მოსწავლეები ინტოქსიკაციის ნიშნებით დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.
წინასწარი ინფორმაციით, ინტოქსიკაცია გაზის გაჟონვამ ან სასმელმა წყალმა გამოიწვია.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, საავადმყოფოს ბავშვთა განყოფილებაში ამ დროისთვის შვიდი მოზარდია მოთავსებული. ექიმების თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.