რუსთავში 47 წლის მამაკაცი, რომელიც გუშინ, სამშენებლო ობიექტის მე-4 სართულიდან გადავარდა, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მას გუშინ ფეხის ღია მოტეხილობა აღენიშნებოდა და დიდი რაოდენობის სისხლი ჰქონდა დაკარგული. მამაკაცი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.