მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარე მულხურაში ტურისტი ჯომარდობისას დაიხრჩო.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, გარდაცვლილი რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 35 წლის ქალია.
ცხედარი მესტიის საავადმყოფოში გადაასვენეს.
მოგვიანებით, გარდაცვლილს ქუთაისის სამხარაულის სახელობის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ.