რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის ბოლოდროინდელმა გააქტიურებამ კრემლი აიძულა შეცვალოს პიარ-ტაქტიკა, რათა პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი არ ჩამორჩეს ხელისუფლების ტანდემის მეორე წარმომადგენელს.
მედვედევმა, აქცენტი ხმამაღალ სისტემურ ინიციატივებს დაუთმო. ექსპერტები კი ორივეს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებად აფასებენ.
რუსული მედია ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ვლადიმერ პუტინმა არა ერთი ექსტრავაგენტული ნაბიჯი გადადგა, რათა მოახდინოს საკუთარი თავის როგორც ქარიზმატული ავტორიტარული ლიდერის პროპაგანდა. იგი უშუალოდ მონაწილეობდა ხანძრის ჩაქრობაში, რითაც ცდილობდა საკუთრი - "გმირის" იმიჯის შენარჩუნებს.
ასევე პრემიერი 4 დღის განმავლობაში ვლადა "კანილათი" საჭესთან მჯდომი მონაწილეობდა 4-დღიან ავტო გარბენში ახლო აღმოსავლეთში და მოასწრო რეკორდული რაოდენობის ინტერვიუების "ჩამორიგება".
ექსპერტები აცხადებენ, რომ პუტინის ეს ქმედებები მიმართულია იმისაკენ, რათა ხალხს დაანახოს, რომ სწორედ მას გააჩნია რუსეთზე მზრუნველის აუცილებელი თვისებები.
ექსპერტები აცხადებენ, რომ პუტინის პიარაქციებმა საკმაოდ პოზიტიური როლი შეასრულა და რუსეთისათვის დამღუპველი ხანძრების შემდეგ მას რეიტინგი არ დაუკარგავს.
კომპანია "გალლუპის" მონაცემებით, აგვისტოში პუტინის რეიტინგი 78 %-მდე გაიზარდა ხოლო პრეზიდენტ მედვედევის საქმიანობა დადებითად რუსების 73 %-მა შეაფასა.
ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამ პირობებში მედვედევს მოუწევს "დაკარგულის" აღდგენა და იქვე აცხადებენ, რომ მას იგივე პუტინის სტილი არ მოუხდება. "ძნელად წარმოსადგენია მედვედევი ბაიკერების კოლონის სათევში".
კრემლის სტრატეგია ახალ სისტემურ ინიციატივებს დაუკავშირდება და არჩევნების წინ მასზე აპელირება მედვედევს მეორე ვადისკენ ნავბიჯს გადაადგმევინებს.
ამიტომაც საჭიროა ახალი ინიციატივების მოფიქრება, რომელიც ილუსტრირებული იქნება ლამაზი მაგალითებითა და ანალოგიებით ახცხადებენ ექსპერტები. ერთ-ერთ ასეთ მაგალითად მილიციისათვის სახელი გადარქმევა და ახალი კონსტიტუციაში ცვლილებები სახელდება.