დედოფლისწყაროში მცხოვრები, 27 წლის, ვახტანგ პოპიაშვილი თურქეთში, ქალაქ სტამბულში, საცხოვრებელ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ამის შესახებ სხვადსხვა ქართული მედიასაშუალებები იუწყებიან.
თურქეთის პოლიცია ინციდენტის დეტალებს იკვლევს, განიხილება თვითმკვლელობის ვერსია, თუმცა დაღუპულის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ვახტანგ პოპიაშვილი ფულის წართმევის მიზნით მოკლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ვახტანგ პოპიაშვილი თურქეთში სამუშაოდ დადიოდა და ქორწილისთვის ფულს აგროვებდა.
დაზარალებული ოჯახი გარდაცვლილის სამშობლოში ჩამოსვენებას ვერ ახერხებს. ისინი დახმარებას ხელისუფლებისგან ითხოვენ.