საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგებში გვატემალას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს სანდრა ერიკა პოლანკოს შეხვდა.
შეხვედრაზე მინისტრებმა მზადყოფნა გამოთქვეს ხელი შეუწყონ გვატემალასა და საქართველოს, როგორც ორმხრივი, ასევე საერთაშორისო ფორმატებში ნაყოფიერ და მჭიდრო თანამშრომლობას.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა გვატემალელ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, ამ მხრივ დადბითად შეფასდა გვატემალას და საქართველოს შორის გამართული სიმბოლური ტელეხიდები, რომლის დროსაც ერთმანეთს იძულებით გადაადგილებული ბავშვები საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან და ხუტიაბას რეგიონიდან.
მინისტრმა ასევე ინფორმაცია მოაწოდე კოლეგას საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციტივაზე "ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ".
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ გამოხატა დაინტერესება განავითაროს ურთიერთობა ცენტრალური ამერიკის ქვეყნებთან, ამ მხრივ დადებითი შეფასება მიეცა საქართველოსა და ორგანიზაცია - ცენტრალური ამერიკის ინტეგრაციის სისტემას შორის უკვე არსებულ თანამსრომლობას. მხარეები დაინტერესებულნი არიან გაიზიარონ და ექსპერტულ დონეზე მიიღონ დახმარება კორუპციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ელექტრონული სერვისების გაუმჯობესების მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული წარმატებული რეფორმების სფეროში.
მინისტრემა დადებითად შეაფასეს გვატემალასა და საქართველოს შორის გაერო-ს ფაგლებში არსებული თანამშრომლობა.