სამართალდამაცავებმა გარემოს დაცვის ინსპექციის მიერ განხორციელებული დევნის ხელშეშლაში ეჭვმიტანილი სამი პიროვნება: ოთარ ჯავახიძე, სოსო აიწურაძე და ლევან ტაბატაძე დააკავეს.
საქმე ეხება 2010 წლის 27 აგვისტოს მომხდარ ინციდენტს - გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლების მიერ შემჩნეულ იქნა ბორჯომის რაიონის დაბა ახალდაბის ტერიტორიაზე ქ. თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანა ,,რაფი", რომლის ძარაზეც დატვირთული იყო უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი ჯიშის დახერხილი ხე-ტყის მასალა. აღნიშნულმა ავტომობილმა მოახერხა მიმალვა, ამავე გზაზე მოძრავი ავტომანქანა ,,გოლფის" დახმარებით, რომელმაც შეაფერხა გარემოს დაცვის ინსპექციის მიერ განხორციელებული დევნა აღნიშნულ ავტომანქანაზე. ავტომანქანა ,,გოლფში" ისხდნენ უკანონო ხე-ტყის მფლობელი 1983 წ.რ. სოსო აიწურაძე და წარსულში აღნიშნული დანაშაულისთვის ნასამართლევი 1981 წ.დ. ლევან ტაბატაძე.
2010 წლის 30 აგვისტოს საქმე გადმოიგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე -ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოს, შემგდომი გამოიძების მიზნით, რის შედეგადაც ეჭვმიტანილის სახით დაკავებულები არიან: ოთარ ჯავახიძე, სოსო აიწურაძე და ლევან ტაბატაძე.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 303-ე (ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა), 353-ე ( წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ) და 177-ე მუხლით (ქურდობა).