ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში, სკოლაში სასწავლო პროცესის დროს ჭერიდან ბათქაში ჩამოვარდა.
ბათქაში მასწავლებელს დაეცა. მან მსუბუქი დაზიანება მიიღო.
შემთხვევის შედეგად მოსწავლეები არ დაშავებულან.
როგორც სკოლაში აცხადებენ, შენობა ავარიულია და სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს.
ცნობისთვის, ამ სკოლაში ეს ჭერიდან ბათქაშის ჩამოვარდნის უკვე მეორე შემთხვევაა.