ლანჩხუთში, დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე, მოქალაქეთა ჯგუფმა სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე გია თვალავაძის დაკავება გააპროტესტა.
აქციის მონაწილეები სალომე ზურაბიშვილთან ამ თემაზე შეხვედრა მოითხოვეს. სალომე ზურაბიშვილი მათ გაესაუბრა.
პრეზიდენტობის კანდიდატი ლანჩხუთის თეატრის შენობიდან სტვენისა და შეძახილების ფონზე გააცილეს.
ცნობისთვის, პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს ლანჩხუთში აქციით მოქალაქეთა კიდევ ერთი ნაწილი დახვდა. მათ სალომე ზურაბიშვილს მოღალატე უწოდეს.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დააკავეს.