"აფხაზთა კრებისა" და ანტიოკუპაციური მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" ლიდერებმა პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შეიტანეს.
მალხაზ პატარაია და დავით ქაცარავა საპრეზიდენტო კანდიდატს სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლების დარღვევაში ადანაშაულებენ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სალომე ზურაბიშვილს ედავებიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლის დარღვევას: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობისა დარღვევას და უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას.
„საპრეზიდენტო კანდიდატი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი გახლავთ ის ადამიანი, რომელიც რიად ატარებს რუსეთის ინტერესებს ჩვენს ქვეყანაში. მისი არაერთი განცხადება არის დასტური იმისა, რომ ის გახლავთ კოლაბორაციონისტი და სისხლის სამართლის რამდენიმე მუხლს არღვევს. ჩვენ მივმართეთ პროკურატურას განცხადებით, სადაც თანდართულია ის განცხადებები, რომლებიც ღიად არის მიმართული საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. არათუ მორალური და პოლიტიკური უფლება არ აქვს ქალბატონ სალომეს, იყოს საპრეზიდენტო კანდიდატი, არამედ იგი არღვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს“, - განაცხადა დავით ქაცარავამ.