ბათუმის სპორტის სასახლეში 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა დაიწყო, რომელშიც 180 ქვეყნის 4000-მდე მოჭადრაკე მონაწილეობს.
პირველი სიმბოლური სვლა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად შეასრულა.
საქართველო, როგორც მასპინძელი ქვეყანა ოლიმპიადაზე ვაჟთა და ქალთა 3-3 ნაკრებითაა წარმოდგენილი. მე-4 ნომრად განთესილი ქალთა ნაკრები პირველ ტურში სამხრეთ კორეის ნაკრებს შეხვდა. ვაჟთა პირველი გუნდი კი შშმ პირთა ნაკრებს დაუპირისპირდა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული.