ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე გამოძახებაზე მყოფ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმს მანქანა დაეჯახა.
დაშავებული ექიმი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია.
არსებული ინფორმაციით, მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ ექიმს სწრაფად მომავალი ავტომანქანა დაეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.