თელავში, სოფელ ქვემო ხოდაშენში 75 წლის მამაკაცი ღვინის რეზერვუარში ჩავარდა და გარდაიცვალა.
5-ტონიანი რეზერვუარი ღვინით სავსე იყო.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მამაკაცის ცხედარი რეზერვუარიდან შემთხვევის ადგილზე მაშველების მისვლამდე ამოასვენეს.