წყალტუბოს მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ნაწლავური ინფექცია შიგელოზი (დიზენტირია) დაუდგინდათ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განაცხადა.
მან დღეს საავადმყოფოში ბავშვები მოინახულა.
შეგახსენებთ, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 6 საბავშვო ბაღში 25-მდე აღსაზრდელი მოიწამლა. მშობლების ინფორმაციით, ბავშვებს მუცლის ტკივილი, ღებინება და მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდათ.
ბავშვები ქუთაისში ჰოსპიტალ „მედიქალ სითიში“ მკურნალობენ.
ვარაუდობენ, რომ ინტოქსიკაცია რძის ნაწარმის და ბოსტნეულის მიღებას უკავშირდება.