ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეჟისორ გიორგი შენგელაიას საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირებაზე უარი განუცხადა.
რეგისტრაციაზე უარის მიზეზი ის გახდა, რომ შენგელაიამ მხარდამჭერთა ხელმოწერები არ წარადგინა. პრეზიდენტად კენჭისყრაში მონაწილეობის მსურველებს უნდა შეეგროვებინათ და სამშაბათს, 18:00 საათამდე წარმოედგინათ არანაკლებ 25 923 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერა.
ცნობილი რეჟისორი გიორგი შენგელაია პრეზიდენტობის კანდიდატად საინიციატივო ჯგუფმა აგვისტოს ბოლოს წარადგინა და შესაბამისი განაცხადი ცესკოში შეიტანა.