საქართველოში ოჯახში ძალადობის შემთხვევები იზრდება. მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში ოჯახში ძალადობის 3335 ფაქტი დაფიქსირდა, რომელთაგან გახსნილია 2039 საქმე. შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებული მონაცემების თანახმად, აღნიშნული დანაშაული გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 224.73 პროცენტით მეტია. ამავე სტატისტიკის მიხედვით, გასულ წლის 8 თვეში ოჯახური ძალადობის 1027 ფაქტი დაფიქსირდა.
რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობამ 38,5 ათასს გადააჭარბა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 58,5%-ით მეტია. წლის დასაწყისიდან გახსნილია 14,2 ათასი დანაშაული.