საპატრიარქო კანაფის თემით, ციანიდის გამო შელახული რეპუტაციის აღდგენას ცდილობს, - ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა, ზურა ჯაფარიძემ გადაცემა "პირისპირ" -ში ისაუბრა
“თუ მარიხუანის ექპორტთან დაკავშირებულ კანონპროექტის ირგვლივ შექმნლი პრობლემის სათავეზე ვსაუბრობთ, პრობლემა არის იმაში, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს აზროვნების უნარი დაკარგული აქვს და მათი აგდება ნებისმიერ თემაზე მარტივია. ამ შემთხვევაში, საპატრიარქომ ეს თემა გამოიყენა და ციანიდის გამო შელახული რეპუტაციის აღდგენას ცდილობს. მათ მოახერხეს გარკვეული მასების აყოლიება და მათ გვერდით დაირაზმა პოპულისტი პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც სურთ, დაიმკვიდრონ ადგილი ამბიონთან ახლოს“, - განაცხადა ჯაფარიძემ.