ვანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ავარიას დედა და მისი 7 თვის შვილი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე სსკ-ს 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.