თელავის რაიონის სოფელ წინანდალში, ღვინის კომპანია "შუმის" ერთ-ერთმა მეპატრონემ ოთარ ფირანიშვილმა თავი მოიკლა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის საინფორმაციო ცნეტრიდან აცნობეს. ახლობლებმა მისი ცხედარი რამდენიმე საათის წინ ნახეს.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის გახდა ცნობილი, თვითმკვლელობა ფირანიშვილის ბიზნესსაქმიანობას უკავშირდება.
გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ბიზნესპარტნიორები კომენტარს არ აკეთებენ.მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
გამოძიებას შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს.