ხვალ, 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე, შეწყალებული მსჯავრდებულები საპატიმროებს დატოვებენ.
შეწყალების კომისიამ 230 პატიმრის საქმე პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში 22 აგვისტოს განიხილა. კომისიამ 50 პატიმარს გაუწია რეკომენდაცია შეწყალებაზე, ხოლო 20-ზე მეტს პატიმარს სასჯელის განახევრებაზე.
შესაწყებელი პატიმრების სია პრეზიდენტს გადაეგზავნა და პრეზიდენტის აქტის საფუძველზე შეწყალებული მსჯავრდებულები საპატიმრო ადგილებს 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე დატოვებენ.
12 არასრულწლოვანი პატიმრიდან, რომელთაც შეწყალებაზე ჰქონდათ განაცხადები წარდგენილი, კომისიის შემადგენლობის უმრავლესობამ მათ შეწყალებაზე უარი თქვა. არასრულწლოვანთა უმეტესობა მძიმე დანაშაულისთვის იხდის სასჯელს.
რაც შეეხება ქალებს, 17 ქალი პატიმრიდან შეწყალების რეკომენდაცია მხოლოდ ექვს მათგანზე გაიცა.