2010 წლის ექვს თვეში მსჯავრდებულია 463 არასრულწლოვანი. მათ შორის 16 გოგონაა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ინფორმაციითით, 171-ს აღეკვეთა თავისუფლება.
ამავე სტატისტიკით, განზრახ მკვლელობისთვის, მსჯავრდებულია 27 არასრულწლოვანი, მათ შორის ერთი გოგონა. გასულ წელს 12 თვის მონაცემებით, კი განზრახ მკვლელობისთვის მჯავრდებული იყო 28 არასრულწლოვანი და მათ შორის არც ერთი გოგონა.
გაუპატიურებისათვის მსჯავრდებულია 6 არასრულწლოვანი, მათ შორის 4-ს თავისუფლება აღეკვეთა მიესაჯა.
2009 წელს შესაბამისი დანაშაულის მიხედვით, მსჯავრდებული იყო 11 მათ შორის, ერთი გოგონა და თავისუფლება აღეკვეთა 4 არასრულწლოვანს. არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის ყველაზე დიდი მაჩვენებელი ქურდობაზე მოდის.
2010 წლის ექვს თვეში ქურდობის ბრალდებით მსჯავრდებულია 197 არასრულწლოვანი. 2009 წელს - 368 არასრულწლოვანი, ხოლო 2008 წელს 619 არასრლწლოვანი.