კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვემო ქართლის რეგიონში გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე აივაზ ისმაილოვი, რომელმაც მიწის ნაკვეთის პრივატიზებაში დახმარების სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით გამოსძალა 6 000 ლარი.
ასევე ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ქამრან მუსაევი და სოფელ ოროზმანის რწმუნებული ფახრატ კურბანოვი, რომლებიც ყალბი დოკუმენტების გაცემის სანაცვლოდ მოქალაქეებს სისტემატურად სძალავდენ ქრთამს. ისინი დაკავებული იქნენ 300 ლარის აღების ფაქტზე.
დანაშაული ითვალისწინებს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. სისხლის სამართლის საქმეს იძიებს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი.