საქართველოს დროშით მცურავი თევზმჭერი კატარღა "ALBATROS-II "-ისკაპიტანს, ZEKI AKYILDIZ,-ს ბათუმის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით, ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით და გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება 1796 ლარის და 80 თეთრის ოდენობით, საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 86-ე მუხლის მე-4 ნაწილით, ასევე უკანონოდ მოპოვებული თევზისა და თევზსაჭერი ბადის კონფისკაცია.
შეგახსენებთ, რომ საპატრულო კატარღა „P-102"-ის მიერ, პატრულირების დროს, ჩაქვის საზღვაო რაიონში, თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს დროშით მცურავი თევზმჭერი კატარღა „ ALBATROS-II"-ი 22 აგვისტოს დააკავეს.