უკრაინის სამხედრო პროკურატურამ 2009-2010 წლებში ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ვალერი ივაშჩენკო დააკავა
უკრაინული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც იულია ტიმოშენკოს პრემიერობისას, ქვეყნის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი 21 აგვისტოს დააკავეს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც გამოძიება ივაშჩენკოს ფეოდოსიის გემთმექანიკური ქარხნის ქონების რეალიზაციის შესახებ გადაწყვეტილების უკანონოდ მიღებას ედავება.
ოფიციალური წყაროები აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.