გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ, ადგილზე მოხდა მყინვარ ლეხზირის დათვალირება და არსებული ვითარების შეფასება.
სპეციალისტების ინფორმაციით მყინვარ ლეხზირის ენიდან დაახლოებით 400 მეტრში ყინულის მასებისა ჩამოშლის შედეგად ადგილი ჰქონდა წყლის შეგუბებას, რომელიც ამ დროისათვის აღარ ფიქსირდება.
მდინარე მესტიაჭალის ქვემო წელში მდინარე მულხურას შესართავთან ახლოს განთავსებული ჰიდროლოგიური სადგურის მონაცემებით მდინარეში წყლის დონე ნორმის ფარგლებშია.
ამ დროისათვის ვითარება სტაბილურია და საფრთხე არ არსებობს. სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე რჩებიან და აგრძელებენ პროცესის მუდმივ რეჟიმში მონიტორინგს.