ბასტიან შვაინშტაიგერი დღეს 34 წლის გახდა. ცნობილი გერმანელი ფეხბურთელი ბასტიან შვაინშტაიგერი 1984 წლის 1-ელ აგვისტოს კოლბერმოორიში დაიბადა.
ბასტიან შვაინშტაიგერმა გერმანიის ეროვნულ ნაკრებზე უარი თქვა და ამ დროისათვის მხოლოდ საკლუბო ფეხბურთითაა დაკავებული. ის 2017 წლიდან „ჩიკაგო ფაიერსში“ ირიცხება და როგორც ყოველთვის 31 ნომრიანი მაისურით ასპარეზობს. და ნახევარმცველ
2014 წელს გერმანიის ნაკრებიდან ფილიპ ლამის წასვლის შემდგომ ბასტიან შვაინშტაიგერი გახდა ნაკრების კაპიტანი. შვაინშტაიგერი 13 წლის განმავლობაში მშობლიურ კლუბში, „ბაიერნში“, ასპარეზობდა. 30 წლის ასაკში კი „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდა, სადაც 2017 წლამდე დარჩა.
2016 წლის 12 ივლისს შვაინშტაიგერი დაქორწინდა ჩოგბურთელ ანა ივანოვიჩზე.