ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე, ავტოქარხნის ეზოში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლი ღუმელის აფეთქების შედეგად დღეს გაჩნდა.
თუჯჩამომსსხმელ ქარხანაში ღუმელის აფეთქებამ შენობის კონსტრუქციის ნგრევა გამოიწვია. შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილზე მუშაობდა 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.