ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე, ავტოქარხნის ეზოში ღუმელი აფეთქდა, რის შედეგადაც, წინასწარი ინფორმაციით, ორი ადამიანი დაშავდა. აღნიშნულ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ამ წუთებში მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება.