ეკვადორის პრეზიდენტი ლენინ მორენო, რომელიც დიდ ბრიტანეთში ვიზიტით იმყოფება, აწარმოებს მოლაპარაკებებს ლონდონის ოფიციალურ წარმომადენლებთან ბრიტანეთს პოლიციისთვის ვიკილიქსის დამფუძნებლის ჯულიან ასანჟის გადაცემის პირობების თაობაზე.
მანამდე კი, სამხრეთ ამერიკული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეს ტერანმა განაცხადა, რომ მორენო არ ჩაატარებს შეხვედრას ასანჟთან ბრიტანეთში ვიზიტის დროს. მან ასევე განაცხადა, რომ ეკვადორის ხელისუფლება აწარმოებს მოლაპარაკებებს ბრიტანელ კოლეგებთან ვიკილიქსის დამფუძნებლის ბედთან დაკავშირებით.
თუმცა, ლონდონში ეკვადორის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში „ამ თემას ოფიციალურად საუბრისას არ შეეხებიან დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ხოლო თავად მოლაპარაკებები ჯერ კიდევ არაა საბოლოოდ მიღწეული.
"ნებისმიერი გადაწყვეტილება გაკეთდება ეკვადორისა და საერთაშორისო სამართლის წესების შესაბამისად" - დასძინა ტერანმა.