თბილისის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ყაჩაღობაში ეჭვმიტანილები დააკავეს.
დაკავებულები არიან 31 წლის გიორგი ბოგვერაძე, 21 წლის ნიკა აბრამიშვილი და 25 წლის თამაზ ბახტაძე, რომლებმაც მიმდინარე წლის 18 აგვისტოს ნუცუბიძის მე-2 მიკრორაიონის 1-ლი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურში, ამავე სადგურის ოპერატორს, 17 წლის ვასილ ბეგიაშვილს დანის მუქარით გასტაცეს ფული.
გიორგი ბოგვერაძის, ნიკა აბრამიშვილის და თამაზ ბახტაძის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, დანაშაულით გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს 6-9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.