რესპოდენტის შესახებ
დავით ბაქრაძე: რუსეთმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებით დაუშვა პოლიტიკური შეცდომა. ეს არის ჩიხი. პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთს მხარი არ დაუჭირა არც ერთმა სახელმწიფომ, მოსკოვთან მათი კარგი ურთიერთობის მიუხედავად. რუსეთის პოზიციების გავლენის მიუხედავად, მისი პოზიცია მხოლოდ ნიკარაგუამ, ვენესუალამ და ნაურუს რესპუბლიკამ გაიზიარეს. ევროკავშირი, აშშ, ჩინეთი იაპონია _ რუსეთის ყველა ძირითადი პარტნიორი აბსოლუტურად დისტანცირებულია ამ საკითხში.
ჩვენ მზად ვართ რუსეთთან საკითხები გადავწყვიტოთ დიალოგის გზით, მაგრამ ეს ვერ იქნება მოლაპარაკებები სუფთა ფურცლიდან. ძნელია ესაუბრო ქვეყანას, რომელსაც ჩვენს ტერიტორიაზე სოხუმსა და ცხინვალში საელჩოები აქვს. ჩვენი თანხმობის გარეშე, ათავსებს შეიარაღებულ ძალებს და აკონტროლებს საქართველოს მეხუთედ ნაწილს. ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ მოლაპარაკებები ჯარის გაყვანის საკითხის განხილვით და კონფლიქტის დარეგულირების პერსპექტივებით. ნებისმიერი მცდელობა ამ თემების გვერდის ავლის, წარმოუდგენელია.
_ ესე იგი პირდაპირი მოლაპარაკებები შესაძლებელია?
_ ერთობლივი ძალისხმევის გარეშე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართულებით ურთიერთობების ნორმალიზება შეუძლებელია. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პოლიტიკური ურთიერთობის დარეგულირებაზე ან რუსეთის ჯარების გაყვანაზე, ეს არ ნიშნავს, რომ მხედველობაში გვაქვს რუსეთის განდევნა. ეს უნდა იყოს ღირსეული პროცესი ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებით. ასეთი კომპრომისი აბსოლუტურად შესაძლებელია რუსეთის მხრიდან ელემენტარული კეთილი ნების პირობებში. შემდეგ, შესაძლოა, განვიხილოთ საზღვრის გახსნის, ავიამიმოსვლის აღდგენის. ყველაფერის ის, რაც რიგითი მოქალაქეებისთვის არის სასარგებლო, მაგრამ ეს არ არის მთავარი ჩვენს ურთიერთობებში.
_ მაგრამ რუსეთი აცხადებს, რომ იგი არ აპირებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე უარის თქმას, ხოლო სამხედროები იქ დისლოცირებულნი არიან ამ რესპუბლიკებთან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე.
_ მოსკოვის ამ განცხადებების უკან ემოციები დგას. მოსკოვში დარწმუნდნენ, რომ ამ აღიარებამ არავითარი შედგი არ მოუტანა, მაგრამ ამის გამჟღავნება ძნელია. უნდა გავიდეს რამდენიმე წელი, რომ ეს ემოციები ჩაცხრეს. შემდეგ მოსკოვში პრაგმატულად შეხედავენ ვითარებას და ჰკითხავენ საკუთარ თავს: რა მივიღეთ ჩვენ?, რა მოვიგეთ? Dდა მიხვდებიან, რომ საქართველოსთან თანაბარუფლებიანი ურთიერთობის განვითარებით შეეძლოთ უფრო მეტის მიღება. მაგალითად, ჩვენ საერთო ინტერესები გაგვაჩნია ჩრდილოეთ კავკასიაში ვითარების სტაბილიზაციის საკითხში.
_ ამ დღეებში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტროს გაოცება გამოიწვია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებამ 2009 წელს ტერორიზმთან დაკავშირებით. მოსკოვი მიიჩნევს, რომ იგნორირებულია ინფორმაციები იმის შესახებ, რომ თბილისი "აწარმოებს ორმაგ თამაშს ჩრდილოეთ კავკასიაში ტერორისტულ იატაკქვეშეთთან"...
_ საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებში არ შედის ვითარების დესტაბილიზაცია ჩრდილოეთ კავკასიაში. ჩვენ ამ საკითხში მოსკოვთან ობიექტურად იდენტური ინტერესები გვაქვს. მოდით ვითანამშრომლოთ, მაგრამ თანაბარუფლებიანი პარტნიორული პირობებით. აი, თქვენ შეხების წერტილი: ჩვენ რეგიონში სიმშვიდისა და სტაბილურობის მომხრენი ვართ. ჩვენს გვაქვს ისტორიული კავშირები იქაურ ხალხებთან და შეგვიძლია ამის გამოყენება, მაგრამ რუსეთი ადრეც უარყოფდა ასეთ წინადადებებს. მრავალი პრობლემები ამ რეგიონში რუსეთს დაუბრუნდა ბუმერანგად საქართველოში სეპარატიზმის მხარდაჭერის გამო. ვიღაცამ იქ გადაწყვიტა, რომ ძალით შეიძლება დამოუკიდებლობის მიღება. მახსენდება, რომ 2008 წლის იანვარში, როგორც კი მე პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრად დამამტკიცეს, მაშინვე დავურეკე ჩემს რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს. ეს იყო საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინსტრუქცია. მას შევთავაზე ჩაგვეტარებინა ორ ქვეყანას შორის არსებული პრობლემების ინვენტარიზაცია და მოგვეძებნა ნორმალიზაციის გზები. პირველი ზარი იყო მოსკოვში და არა ბრიუსელში, ან ვაშინგტონში. შემდეგ გაიმართა ჩვენი მოადგილეების შეხვედრა, მაგრამ საქმე ამის იქით არ წავიდა.
_ ამ დღეებში საქართველოს მოლდოვის ხელმძღვანელი ეწვია. არის ინფორმაცია, რომ თბილისმა ბელორუსის პრეზიდენტიც მიიწვია. რა დგას ამის უკან?
_ დსთ-ში მხარი არ დაუჭირეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას და ამისთვის მადლობლები ვართ. კიშინოვი და მინსკი მოქმედებენ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. მოხარული ვარ რომ ისინი ასე მოიქცნენ და არა სხვაგვარად. რა თქმა უნდა, საქართველო მეგობრული კავშირების განვითარების მომხრეა.
_ ვიდრე საქართველოს ხელისუფლება ფიქრობს განაახლოს თუ არა ურთიერთობები მოსკოვთან რუსეთის დედაქალაქს ეწვივნენ ცნობილი ოპოზიციონერები პარლამენტის ყოფილი სპიკერი ნინო ბურჯანაძე და ექს-პრემიერ მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი..
_ ჩვენ თავისუფალი დემოკრატიული ქვეყანა ვართ და ნებისმიერ პოლიტიკოსს შეუძლია კანონის ფარგლებში აკეთოს ყველაფერი რაც მას მოესურვება. განაჩენს კი არჩევნებზე ხალხი გამოიტანს. Aადგილობრივმა არჩევნებმა 30 მაისს აჩვენა, რომ ჩვენმა ხალხმა ეს ვიზიტები ცუდად აღიქვა.
_ თქვენ ხელმძღვანელობთ კონსტიტუციის ახალი რედაქციის საჯარო განხილვის კომისიას. როდის მიიღებთ მას და რა კომენტარს გააკეთებდით ოპოზიციის ბრალდებასთან დაკავშირებით, რომ ახდენთ მის გადაწერას, აძლევთ უფრო მეტ უფლებამოსილებას პრემიერს, რათა ამ პოსტზე თავისი მოღვაწეობა 2013 წლის შემდეგ, როდესაც უფლებამოსილება ამოეწურება, პრეზიდენტმა სააკაშვილმა გააგრძელოს?
_ კონსტიტუციის ახალი რედაქცია პარლამენტში სექტემბერში შემოვა და, ვიმედოვნებ, მას ოქტომბრის ბოლოსთვის, ნოემბრის დასაწყისში მივიღებთ. ვფიქრობ, რომ ეს იქნება, პოლიტიკური კომპრომისის პროდუქტი. ამიერიდან, მთავრობის ფორმირებას მოახდენს პარლამენტი პრეზიდენტის ჩარევის გარეშე. ორ წელიწადში გაიმართება საპარლამენტო არჩევნები ვთქვათ, რომ მას მოიგებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", მაგრამ აიღებს 49 პროცენტს, ხოლო ოპოზიცია 51 პროცენტს. მაშინ, ოპოზიციის გაერთიანების შემთხვევაში თვითონ შეძლებენ მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტებას. ე.ი. პრემიერის პოსტის დარეზერვება შეუძლებელია ვინმესთვის. ეს არის არაკეთილსინდისიერი სპეკულაცია. პირიქით იზრდება ოპოზიციურის პარტიების როლი, თვით მცირე პარტიების. მთავარია, პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობისა და დეპუტატის მანდატის მიღება