უკრაინის საბაჟო სამსახურმა საქართველოში საექსპორტოდ გამზადებული უხარისხო ხორბალი გამოავლინა. უკრაინის მებაჟეებმა ქვეყნის პორტებში მდგარი 16 გემიდან ხორბლის ნიმუშები აიღეს, რომელთაგან 3 შემთხვევაში ექსპერტიზამ პოზიტიური, 4 შემთხვევაში ნეგატიური შედეგები აჩვენა. ხოლო 9 გემიდან აღებული ნიმუშის შესწავლა ამჟამად მიმდინარეობს.
გემების სრული დატვირთვა 95 ათას ტონას შეადგენს. ქვეყნის საბაჟო სამსახურის უფროსის, სერგეი სემკას განცხადებით, მებაჟეებმა ექსპორტირებული ხორბლის შემოწმება აგვსტოდან დაიწყეს.
მისი განმარტებით, გამოვლენილ 4 შემთხვევაში, როდესაც ლაბორატორიულად დაფიქსირდა ხორბლის დაბალი ხარისხი აღძრულია საქმეები საბაჟო წესების დარღვევასთან დაკავშირებით.
სემკამ ასევე განმარტა, რომ ამჟამად მუშავდება საკითხი იმ გემებიდან ნიმუშების ამოღების შესახებ, რომელთა დატირთავა მიმდინარე პერიოდში ხდება. გემები, რომელზედაც უხარისხო ხორბალი იყო დატვირთული გერმანიის, შვეიცარიის, ჰოლანდიისა და საქართველოს მიმართულებით უნდა გამგზავრებულიყვნენ.