აშშ-სა და ისრაელის სამხედრო წყაროები არ ეთნხმებიან რუსეთის განმარტებებს, რომლის მიხედვითც რუსეთის მიერ აფხაზეთი S-300 ტიპის ჰარესაწინააღმდეგო კომპლექსი აფხაზეთისა და ე.წ. სამხერთ ოსეთის საჰაერო სივრცის დასაცავად განთავსდა. იმავე წყაროების მიერ ისრაელის ერთ-ერთი ინტერნეტგამოცემისთვის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა მოსკოვს ირანის დასაცვად სჭირდება, იმ შემთვევისთვის თუ ისრაელი და აშშ თეირანის ბირთვულ ობიექტებზე შეტევის განხორცლებას გადაწყვეტენ.
"საქართველოს შეიარაღებაზე არ გააჩნია, ისეთი სიმძლავრის სამხედრო საავიაციო ტექნიკა, რომლის გასანეიტრალებლაც S-300 ტიპის კომპლექსია საჭირო", _ აცხადებენ ისრაელის სახედრო ექსპერტები და დასძენენ, რომ ჩვეულებრივი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა საკმარის იქნებოიდა საქართველოს საჰაერო ძალების გასანაიტრალებლად.
აშშ-ს სამხედრო წყაროების ცნობით, მოსკოვმა კომპლექის აფხაზეთში განთავსება ხმელთაშუა ზღვაში ბაზირებული აშშ-ს მეექვსე ფლოტის გემების და შავ ზღვაში კონსტანცასტან განლაგებული სამხედრო ბაზის საპირწიონედ გადაწყვიტა.
წყაროების ინფორმაციით, არავითარი ეჭვი არ არსებობს, რომ რუსეთს აფხაზეთში განთავსებული კომპლექსის მეშვეობით ბულგარეთიდან და რუმინეთიდან საქართველო-აზერბაიჯანის მიმართულებით მფრინავი ირანის საწინააღმდეგოდ გამოსაყენებელი ტექნიკის ჩამოსაგდებად სჭირდება.
მოსკოვის გადაწყვეტილება თავისებური სიგნალი აღმოჩნდა თეირანისთვის, რომლის მიხედვითაც მართალია მოსკოვი პოლიტიკურ დონეზე სანქციენის მხადაჭერის სახით "ეწინააღმდეგება ირანის ბირთვულ პოლიტიკას", მაგრამ რეალურად ხელს უშლის ვაშინგტონისა და თელ-ავივის შესაძლო სამხედრო ქმედებებს თეირანის წინააღმდეგ.