თბილისში, ნაძალადავის რაიონში, არბოს ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის ეზოში დაუდგენელმა პირებმა ხელყუმბარა ააფეთქეს. არავინ დაშავებულა. აფეთქებამ ფანჯრის მინები ჩაამსხვრია და ახლომდებარე ჯიხური დააზიანა. მეზობლები აცხადებენ, რომ მსგავსი აფეთქება ნაძალადევის რაიონში პირველი არ არის.
ეზოში სამი ოჯახი ცხოვრობს, რომლებიც ერთმანეთის ნათესავები არიან და აფეთქების შესაძლო მიზეზებზე არ საუბრობენ. მსგავსი ინციდენტი მოხდა სამი თვის წინაც.
ცნობილი ხდება, რომ ამ ეზოში ცხოვრობს ვალერი ჟორჟIლიანი, რომელსაც სამი წლის წინ შვილი დაეღუპა და მას შემდეგ ის აზარტუმლ თამაშებს თამაშობს. მეზობლები ვარაუდობენ, რომ მას აქვს ვალები და ეს ხელყუმბარები მის დასაშინებლად არის ნასროლი. ამ ვერსისა კატოგორიულად უარყოფს ჟორჟოლიანის მეუღლე.
სამართალდამცავები მომხდარს სწავლობენ და დაწყებულია გამოძიება.